Baby Bag

,,საოცნებო ხელფასი არ აქვთ ჩვენს მასწავლებლებს. ძირითადად, საკუთარი პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარულის გამო გაასწორეს დღე და ღამე''

,,საოცნებო ხელფასი არ აქვთ ჩვენს მასწავლებლებს. ძირითადად, საკუთარი პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარულის გამო გაასწორეს დღე და ღამე''

საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის (სსიდა) განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში მასწავლებლების კარანტინის რეჟიმში მუშაობის შესახებ პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა სიტყვით:

,,მცირე პოსტი მასწავლებლებზე:

ალბათ, მალე დამთავრდება ეს კარანტინი, რომელსაც ერთი-ორი რამის გამო მაინც უნდა ვუთხრათ მადლობა, რომელიც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის უფრო ნათელი გახდა.

უფრო და უფრო მეტად ათბობს ადამიანის გულებს, ადამიანის მიერ ადამიანის მხარდაჭერა, როდესაც ამ იზოლაციაში ხერხდება ფიზიკური ბარიერების მიუხედავად სიყვარულისა და ზრუნვის გარეთ გატანა. მასწავლებლებს მარტო სწავლება კი არა, მოსწავლეებზე ზრუნვა დასჭირდათ, მათი გამხნევება, უფრო მეტი იციან მოსწავლეებზე, მათ პირად გასაჭირზე, ვიდრე ადრე.

მიუხედავად ბარიერებისა, ადამიანებმა შეძლეს მაქსიმუმი და გააგრძელეს საქმის კეთება. მაგალითად, მასწავლებლები, რომლებმაც დღე და ღამე იმუშავეს, რომ შეერჩიათ პლატფორმა, შემდეგ ესწავლათ მისი ფუნქციები და შემდეგ კი ეფიქრათ როგორ ესწავლებინათ. ამ მცდელობის კონვერტაცია არ არის ფული, რადგან ისედაც საოცნებო ხელფასი არ აქვთ ჩვენს მასწავლებლებს. ძირითადად, საკუთარი პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარულის გამო გაასწორეს დღე და ღამე.

კარგზე ვიფიქროთ ჯერჯერობით, სიცრუეს და ორპირობას რა გამოლევს წუთისოფელში... ''


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდ​ო წყარო“.

რატომ მძულს ტელეგაკვეთილები?
რატომ მძულს ტელეგაკვეთილები? - ამ თემაზე სოციალურ ქსელში საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის (სსიდა) განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს...
„რამხელა რისკი და უნდობლობა იყო, რომ ჩვენი მასწავლებლები ვერ შეძლებდნენ, მაგრამ შეძლეს. დი...
საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის (სსიდა) განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მასწავლებლის წერილს აქვეყნებს.„ჩვენს დისტანციურ საკლასო ოთახში მიმდინა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს...“

„ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს...“

ელეონორა (ელიკო) ქუთათელაძე პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ინგლისურ ენას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„უნივერსიტეტის მერხიდან პირდაპირ სკოლაში შემოვედი. არ მქონდა დიდი ხნით დარჩენა გადაწყვეტილი, თუმცა შემოვდგი ფეხი თუ არა, ისე შემიყვარდნენ ჩემი მოსწავლეები, ისე მომეწონა ჩემი პროფესია, რომ დარჩენა გადავწყვიტე. სწორედ ამ სიყვარულმა გამაძლებინა დღემდე სკოლაში და ეს სიყვარული მაცოცხლებს. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ამ წლების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა ძალიან ბევრ კარგ ახალგაზრდასთან, ინტელექტუალურ ბავშვებთან.

კარგი მასწავლებელი ბავშვის მეგობარი უნდა იყოს. მათში მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააღვიძოს, რაც, საბოლოოდ, მათ პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს. სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემამ დაფასებულად მაგრძნობინა თავი და პროფესიიდან გასვლა გამიადვილა,“ - აღნიშნა ელეონორა ქუთათელაძემ. 

წაიკითხეთ სრულად