ონლაინ კონსულტაციები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გრძელდება. დღეს, 7 მაისს, თქვენს კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პასუხობს.
ონლაინ შეხვედრა 13 საათზე დაიწყება და 16 საათამდე გაგრძელდება.
მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა განისაზღვრა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა განისაზღვრა. შესაბამის ბრძანებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს.
ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადაა 2 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდი.