Ms Teams-თან დაკავშირებული კითხვები და მარტივი პასუხები - ამ წერილს ყველა მასწავლებელი, დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენელი მიიღებს ხვალ დილამდე ელფოსტაზე.
5. კითხვა: ბრაუზერიდან შევდივარ Microsoft teams-ში, მაგრამ დაინსტალირებული აპლიკაციიდან - ვერ.
პასუხი: თუ დაინსტალირებული Microsoft Teams-დან ავტორიზაცია არ ხდება (მაგრამ ბრაუზერიდან შედიხართ) სავარაუდოდ, კომპიუტერზე დრო და სარტყელი გაქვთ გასასწორებელი +4-ზე >> https://shorturl.at/adLR3
6. კითხვა: როგორ გავუგზავნოთ დავალება მოსწავლეს/ როგორ შეასრულოს დავალება მოსწავლემ?
11. კითხვა: როგორ დავტოვოთ კლასი მისი წაშლის გარეშე? ან როგორ წავშალოთ შეცდომით დამატებული მოსწავლე ან კოლეგა კლასიდან, შევუცვალოთ სტატუსი Owner-იდან Member-ზე.
14. კითხვა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს დავიწყებული პაროლის ან ელფოსტის აღდგენაში?
პასუხი: მოსწავლის მშობელს შეუძლია შვილის პაროლის აღდგენა https://reset.emis.ge -ს საშუალებით, (როდესაც Eschool-ში მშობელის ტელეფონის ნომერი იქნება სწორად ჩაწერილი) ან ნებისმიერ მასწავლებელს მოსწავლისთვის პაროლის აღდგენა მოცემული ინსტრუქციით: https://bit.ly/3d4hO6S , მასწავლებელს კი საკუთარი პაროლის აღდგენა https://reset.emis.ge -ს საშუალებით.
15. კითხვა: როგორ გავიგოთ მოსწავლის/მასწავლებლის ელფოსტა, რომელიც კერძო სკოლიდან გადმოვიდა ჩვენს სკოლაში?
პასუხი: (eSchool), მოსწავლის კლასზე განაწილების შემდგომ, მოსწავლის ბარათში, 24 საათში ავტომატურად აისახება მოსწავლის ელ-ფოსტა, ხოლო, მასწავლებლის შემთხვევაში, ელ-ფოსტის ასახვა განხორციელდება პერსონალში დამატების შემდგომ. სხვა დანარჩენ სავარაუდო კითხვებზე პასუხები, როგორც ვიდეო, ასევე PDF სახით შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუქციების საიტზე.
„გაკვეთილის ასე დაწყება გამორიცხავს მოსწავლეების ქცევით პრობლემებს“ - ქართველი მასწავლებელი თავის გამოცდილებას გვიზიარებს
გახსოვთ, ალბათ, მისის სპარკსი, რომელიც თავის მოსწავლეებს გაკვეთილების დაწყების წინ გულთბილად ესალმება და ხალისით უშვებს საკლასო ოთახში. დღეს ქართველ მასწავლებელს, ნონა ჩუბინიძეს გაგაცნობთ, რომელმაც დაახლოებით ორი კვირაა, რაც სკოლაში მისალმების ახალი ტრადიცია დანერგა:
„სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს გავრცელებული ვიდეოებიდან გამიჩნდა იდეა, რომ მოსწავლეებს ორიგინალურად მივსალმებოდი. ორი კვირაა, რაც მათ კლასის კარებთან ვხვდები და სათითაოდ ვესალმები. ასე ხალისითა და სიყვარულით ვიწყებთ სასწავლო პროცესს. თავიდან კვირაში ერთი დღე მინდოდა ასე მივსალმებოდი. თუმცა ყოველდღე გარეთ მხვდებიან ერთ მწკრივად, ამიტომ ყოველდღე ასე ვესალმებით ერთმანეთს. ორ კლასს ვასწავლი და ორივეგან ასეა,“ - აღნიშნავს ნონა ჩუბინიძე Momsedu.ge-სთან საუბრისას.
როგორც ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ამბობს, მისალმების მსგავსი მეთოდი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის:
„მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის ასე დაწყების შემდეგ მასწავლებელიც და მოსწავლეც დადებითადაა დამუხტული, რაც გამორიცხავს გაკვეთილზე ქცევით პრობლემებს. გარდა ამისა, ხალისით ითვისებენ იმასაც, რასაც სწავლობენ. ასე დაწყების შემდეგ ერთი მამოტივირებელი აქტივობაღა სჭირდებათ გაკვეთილის მსვლელობისას, დიდხანს ინარჩუნებენ კონცენტრაციას,“ - ამბობს ნონა მასწავლებელი.
იხილეთ მოსწავლეების პირველი რეაქცია მასწავლებლის მისალმების ახალ მეთოდზე