Ms Teams-თან დაკავშირებული კითხვები და მარტივი პასუხები - ამ წერილს ყველა მასწავლებელი, დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენელი მიიღებს ხვალ დილამდე ელფოსტაზე.
5. კითხვა: ბრაუზერიდან შევდივარ Microsoft teams-ში, მაგრამ დაინსტალირებული აპლიკაციიდან - ვერ.
პასუხი: თუ დაინსტალირებული Microsoft Teams-დან ავტორიზაცია არ ხდება (მაგრამ ბრაუზერიდან შედიხართ) სავარაუდოდ, კომპიუტერზე დრო და სარტყელი გაქვთ გასასწორებელი +4-ზე >> https://shorturl.at/adLR3
6. კითხვა: როგორ გავუგზავნოთ დავალება მოსწავლეს/ როგორ შეასრულოს დავალება მოსწავლემ?
11. კითხვა: როგორ დავტოვოთ კლასი მისი წაშლის გარეშე? ან როგორ წავშალოთ შეცდომით დამატებული მოსწავლე ან კოლეგა კლასიდან, შევუცვალოთ სტატუსი Owner-იდან Member-ზე.
14. კითხვა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს დავიწყებული პაროლის ან ელფოსტის აღდგენაში?
პასუხი: მოსწავლის მშობელს შეუძლია შვილის პაროლის აღდგენა https://reset.emis.ge -ს საშუალებით, (როდესაც Eschool-ში მშობელის ტელეფონის ნომერი იქნება სწორად ჩაწერილი) ან ნებისმიერ მასწავლებელს მოსწავლისთვის პაროლის აღდგენა მოცემული ინსტრუქციით: https://bit.ly/3d4hO6S , მასწავლებელს კი საკუთარი პაროლის აღდგენა https://reset.emis.ge -ს საშუალებით.
15. კითხვა: როგორ გავიგოთ მოსწავლის/მასწავლებლის ელფოსტა, რომელიც კერძო სკოლიდან გადმოვიდა ჩვენს სკოლაში?
პასუხი: (eSchool), მოსწავლის კლასზე განაწილების შემდგომ, მოსწავლის ბარათში, 24 საათში ავტომატურად აისახება მოსწავლის ელ-ფოსტა, ხოლო, მასწავლებლის შემთხვევაში, ელ-ფოსტის ასახვა განხორციელდება პერსონალში დამატების შემდგომ. სხვა დანარჩენ სავარაუდო კითხვებზე პასუხები, როგორც ვიდეო, ასევე PDF სახით შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუქციების საიტზე.
„გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, ძალიან მალე დავიწყოთ იმ პრობლემების გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში“ - მიხეილ ბატიაშვილი
ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, ძალიან მალე დავიწყოთ ყველა იმ პრობლემის გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სემინარზე „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა პროექტის - „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში განათლების მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარებს. მისი თქმით, რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი უნდა იყოს ჩართული საქმეში, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღზრდას ევროპული არჩევანის მიმართულებით.
„საქართველოში რაც შეიძლება მეტი პედაგოგი უნდა იყოს ჩართული იმ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში, რაც არის ჩვენი შვილების აღზრდა იმ მომავლისკენ, რომელიც არის ჩვენი ევროპული არჩევანი.
ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა და რომელიც ხორციელდება. მიმდინარეობს მუშაობა და ყველა მიმართულებით უკვე გვაქვს წარმატებები.
რამდენიმე კვირის წინ საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცე ფაქტიურად ევროპული სივრცის ნაწილი გახდა, რაც ნიშნავს ჩვენი დიპლომების აღიარებას, ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი შვილების იმ დიპლომების აღიარებას, რომლებიც ისწავლიან საქართველოში, მიიღებენ მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას და რაც მთავარია, მათი დიპლომები იქნება აღიარებული და ცნობილი ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში.
მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც განხორციელდება ძალიან მალე და შეეხება ერთ-ერთ უმთავრესს პრობლემას, როგორიც არის სკოლის ინფრასტრუქტურების განახლება. ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია პედაგოგების პირობების გაუმჯობესება. უკვე კარგად იცით, რომ 2022 წლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედი განათლების მიმართულებით დაიხარჯება. ვფიქრობ, გარდამტეხი იქნება საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, მართლაც რომ მივაღწიოთ განათლების ევროპულ დონეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, ძალიან მალე დავიწყოთ სწორედ ყველა იმ პრობლემის გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.