Ms Teams-თან დაკავშირებული კითხვები და მარტივი პასუხები - ამ წერილს ყველა მასწავლებელი, დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენელი მიიღებს ხვალ დილამდე ელფოსტაზე.
5. კითხვა: ბრაუზერიდან შევდივარ Microsoft teams-ში, მაგრამ დაინსტალირებული აპლიკაციიდან - ვერ.
პასუხი: თუ დაინსტალირებული Microsoft Teams-დან ავტორიზაცია არ ხდება (მაგრამ ბრაუზერიდან შედიხართ) სავარაუდოდ, კომპიუტერზე დრო და სარტყელი გაქვთ გასასწორებელი +4-ზე >> https://shorturl.at/adLR3
6. კითხვა: როგორ გავუგზავნოთ დავალება მოსწავლეს/ როგორ შეასრულოს დავალება მოსწავლემ?
11. კითხვა: როგორ დავტოვოთ კლასი მისი წაშლის გარეშე? ან როგორ წავშალოთ შეცდომით დამატებული მოსწავლე ან კოლეგა კლასიდან, შევუცვალოთ სტატუსი Owner-იდან Member-ზე.
14. კითხვა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს დავიწყებული პაროლის ან ელფოსტის აღდგენაში?
პასუხი: მოსწავლის მშობელს შეუძლია შვილის პაროლის აღდგენა https://reset.emis.ge -ს საშუალებით, (როდესაც Eschool-ში მშობელის ტელეფონის ნომერი იქნება სწორად ჩაწერილი) ან ნებისმიერ მასწავლებელს მოსწავლისთვის პაროლის აღდგენა მოცემული ინსტრუქციით: https://bit.ly/3d4hO6S , მასწავლებელს კი საკუთარი პაროლის აღდგენა https://reset.emis.ge -ს საშუალებით.
15. კითხვა: როგორ გავიგოთ მოსწავლის/მასწავლებლის ელფოსტა, რომელიც კერძო სკოლიდან გადმოვიდა ჩვენს სკოლაში?
პასუხი: (eSchool), მოსწავლის კლასზე განაწილების შემდგომ, მოსწავლის ბარათში, 24 საათში ავტომატურად აისახება მოსწავლის ელ-ფოსტა, ხოლო, მასწავლებლის შემთხვევაში, ელ-ფოსტის ასახვა განხორციელდება პერსონალში დამატების შემდგომ. სხვა დანარჩენ სავარაუდო კითხვებზე პასუხები, როგორც ვიდეო, ასევე PDF სახით შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუქციების საიტზე.
„ჩაატარე ენების ევროპული დღე შენს სკოლაში!“ - ტრენინგი მასწავლებლის სახლში
11 ივლისს, მასწავლებლის სახლში ტრენინგი გაიმართა სახელწოდებით - „ჩაატარე ენების ევროპული დღე შენს სკოლაში!“ მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის სკოლებიდან ჩამოსული 35 პირი მონაწილეობდა, - ინფორმაციას მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„ტრენინგი ევროპის კულტურულ ინსტიტუტთა გაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობა EUNIC - მა გამართა. 2012 წლიდან ყოველ 26 სექტემბერს, ევროპის კულტურულ ინსტიტუტთა გაერთიანების EUNIC საქართველოს წარმომადგენლობა სკოლის მოსწავლეებს ენების ევროპული დღის აღსანიშნავად იწვევს.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს და მიიღონ პრიზები.
2019 წელს გაერთიანება EUNIC გეგმავს ენების ევროპული დღე მთელ საქართველოში აღნიშნოს,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.