Ms Teams-თან დაკავშირებული კითხვები და მარტივი პასუხები - ამ წერილს ყველა მასწავლებელი, დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენელი მიიღებს ხვალ დილამდე ელფოსტაზე.
5. კითხვა: ბრაუზერიდან შევდივარ Microsoft teams-ში, მაგრამ დაინსტალირებული აპლიკაციიდან - ვერ.
პასუხი: თუ დაინსტალირებული Microsoft Teams-დან ავტორიზაცია არ ხდება (მაგრამ ბრაუზერიდან შედიხართ) სავარაუდოდ, კომპიუტერზე დრო და სარტყელი გაქვთ გასასწორებელი +4-ზე >> https://shorturl.at/adLR3
6. კითხვა: როგორ გავუგზავნოთ დავალება მოსწავლეს/ როგორ შეასრულოს დავალება მოსწავლემ?
11. კითხვა: როგორ დავტოვოთ კლასი მისი წაშლის გარეშე? ან როგორ წავშალოთ შეცდომით დამატებული მოსწავლე ან კოლეგა კლასიდან, შევუცვალოთ სტატუსი Owner-იდან Member-ზე.
14. კითხვა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს დავიწყებული პაროლის ან ელფოსტის აღდგენაში?
პასუხი: მოსწავლის მშობელს შეუძლია შვილის პაროლის აღდგენა https://reset.emis.ge -ს საშუალებით, (როდესაც Eschool-ში მშობელის ტელეფონის ნომერი იქნება სწორად ჩაწერილი) ან ნებისმიერ მასწავლებელს მოსწავლისთვის პაროლის აღდგენა მოცემული ინსტრუქციით: https://bit.ly/3d4hO6S , მასწავლებელს კი საკუთარი პაროლის აღდგენა https://reset.emis.ge -ს საშუალებით.
15. კითხვა: როგორ გავიგოთ მოსწავლის/მასწავლებლის ელფოსტა, რომელიც კერძო სკოლიდან გადმოვიდა ჩვენს სკოლაში?
პასუხი: (eSchool), მოსწავლის კლასზე განაწილების შემდგომ, მოსწავლის ბარათში, 24 საათში ავტომატურად აისახება მოსწავლის ელ-ფოსტა, ხოლო, მასწავლებლის შემთხვევაში, ელ-ფოსტის ასახვა განხორციელდება პერსონალში დამატების შემდგომ. სხვა დანარჩენ სავარაუდო კითხვებზე პასუხები, როგორც ვიდეო, ასევე PDF სახით შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუქციების საიტზე.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სკოლებში აკადემიური წლის გამოცხადებას მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება - გენადი მარგველაშვილი
„ჩვენი კომიტეტი მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სკოლებშიაკადემიური წლის გამოცხადებას“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც მან პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აკადემიური წლის გამოცხადების შემთხვევაში პირველკლასელების მისაღებად სკოლებში ინფრასტრუქტურა არ იქნება.
„მოქალაქეთა მცირე ჯგუფი გამოდის ინიციატივით, მიმდინარე სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა, დისტანციური სწავლების მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა-განვითარებამ განაპირობა ის, რომ სწავლის პროცესი გრძელდება, რაც ეხმარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. ზემოთ აღნიშნული კი აზრს უკარგავს მიმდინარე სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადების იდეას.აკადემიური წლის გამოცხადებას ჩვენი კომიტეტი მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება, უბრალოდ წარმოვიდგინოთ, ამას რა შეიძლება მოჰყვეს გაისისთვის. ჯერ ერთი - პანდემიიდან გამომდინარე, არავინ იცის, 2-3 თვის შემდეგ როგორ გაგრძელდება მოვლენები. იმ შემთხვევაში, თუ სკოლებში ისევ იგივე საზოგადოება გვეყოლება, უბრალოდ, ვეღარ მოვახერხებთ პირველკლასელების რეგისტრაციის დადასტურებასაც კი, რადგან ამისთვის სკოლებში ადგილი და ინფრასტრუქტურა არ გვექნება“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
განათლების, მეცნიერების და კულტურისა კომიტეტის თავმჯდომარემ განათლების სამინისტროს, სკოლების დირექტორებსა და ამინისტრაციას მოუწოდა, მოწყვლადი ჯგუფებისთვის გააძლიეროს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის პროგრამა:
„ეროვნული სასწავლო გეგმა იმდენად მოქნილია თავისი იდეით, რომ შესაძლებელი გახდება ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფების ჩართვა სასწავლო პროცესში. არსებობენ ისეთი მოსწავლეები, როლებსაც არ აქვთ წვდომა არც ონლაინ გაკვეთილებზე და არც ტელევიზიაზე. ამ შემთხვევაში, მოვუწოდებდი სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციას, განათლების სამინისტროს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ასეთ ბავშვებს, რომ ისინი სასწავლო პროცესში ჩართულები იყვნენ,“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების და კულტურისა კომიტეტის თავმჯდომარემ.
გენადი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს და განაცხადა, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში პედაგოგები განსაკუთრებულად შრომობენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები იქნას მიღწეული.