მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შესახებ ლექცია-ვებინარს ჩაატარებს. ცენტრის ცნობით, ვებინარზე ზოგადად მიმოიხილავენ პროგრამას და ასევე ისაუბრებენ პროგრამის აკადემიური კურსის ძირითადი ასპექტების შესახებ.
ლექცია-ვებინარი 1-ლ მაისს 18:00 საათზე დაიწყება და განთავსდება ცენტრის ფეისბუქ გვერდზე. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვებინარი განკუთვნილია:
- მასწავლებლობის მაძიებლებისთვის;
- ტუტორებისთვის;
- სკოლის დირექტორებისთვის.