მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა ინფორმაციას აქვეყნებს იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც გარე დაკვირვების თარიღები გადანაწილებული აქვთ 2-6 მარტის პერიოდში.
„ბუნებრივია, არდადეგების გახანგძლივების გამო, თითოეულ თქვენგანს შეგეცვლევათ პერიოდი და ვადა გაგიგრძელდებათ არდადეგების დასრულების შემდგომ.
რაც შეეხება იმ მასწავლებლებს, რომლებსაც 2-16 მარტის ჩათვლით გიწევთ გაკვეთილის გეგმების/რეფლექსიის ატვირთვა, თქვენს შემთხვევაში არაფერი იცვლება, ჩვეულებრვად ატვირთეთ ამ პერიოდში.
პ.ს. რადგან მესინჯერში ერთი და იგივე შინაარსის უამრავი კითხვა მომივიდა, აქვე დავაზუსტებ.
2-6 მარტის პერიოდში, ერთი გაკვეთილი მაინც თუ გიწევდათ, პერიოდი აუცილებლად შეგეცვლებათ.
გაკვეთილებს ისევ თანმიმდევრულად ჩაატარებთ, მაგ. 6-ში პირველი გაკვეთილი თუ გქონდათ, მოგიწევთ 16 მისი ჩატარება.
ვისაც უკვე დაგირეკეთ და გაგაფრთხილეთ, რომ 2-ში მოვდივართ, რა თქმა უნდა, ეგ გაკვეთილიც გადაიწევს.
ვისაც უკვე გაკვეთილის გეგმები ატვირთული გაქვთ, არ მოგიწევთ სხვა გეგმების ატვირთვა, ჩვეულებრივად, იმავე გეგმით ჩაატარებთ გაკვეთილებს არდადეგების შემდგომ.
ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ ყველას!“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.