Baby Bag

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საყურადღებოდ ​განცხადებას ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, გარკვეული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ და ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლებს კრედიტქულების მინიჭებას პირდებიან, მთავარ პარტნიორად კი უთითებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას უწევს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 (47-08),“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლის განცხადება გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით

მასწავლებლის სახლის განცხადება გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით

,,მასწავლებლებს, რომლებსაც 27, 28, 29 ოქტომბერს ასახული ჰქონდათ გარე დაკვირვების გავლის პერიოდი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, შეეცვალათ სწავლების ფორმა და გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, მათი წერილობითი მომართვის საფუძველზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შეუცვლის მათ გარე დაკვირვების პერიოდს,'' - აღნიშნული განცხადება მასწავლებლის სახლმა გამოაქვეყნა. 


წაიკითხეთ სრულად