Baby Bag

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საყურადღებოდ ​განცხადებას ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, გარკვეული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ და ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლებს კრედიტქულების მინიჭებას პირდებიან, მთავარ პარტნიორად კი უთითებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას უწევს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 (47-08),“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ჩასართავად, ლადო აფხაზავა ყვავილებს ყიდის

მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ჩასართავად, ლადო აფხაზავა ყვავილებს ყიდის

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა ყვავილებს ყიდის, რომ მოსწავლეებს ინტერნერტი ჩაურთოს. 

აღნიშნულ ინფორმაციას ​OC Media​ ავრცელებს.

„არ ვიცი, საიდან მომივიდა ეს იდეა, მაგრამ 72 სტუდენტს უკვე ჩავურთე ამის წყალობით ინტერნეტი. რა თქმა უნდა, 19 ლარი ქოთნის ნამდვილი ფასი არაა, მაგრამ, როცა ადამიანმა იცის, რომ ბავშვების განათლებას უნდა მოხმარდეს ეს თანხა, ყიდულობს. ბევრი ოჯახია, რომელიც ფიქრობს, რომ ამას სახელმწიფო აკეთებს და მოითხოვენ, ინტერნეტი შევუყვანო. მეორეს მხრივ, ზოგიერთმა ბავშვმა ემპათია გამოიჩინა და ითხოვა, მისი წილი თანხით სხვები ჩაგვერთო“.'' - აღნიშნავს ლადო აფხაზავა. 

სტატია სრულად იხილეთ ​ბმულზე 

წაიკითხეთ სრულად