Baby Bag

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საყურადღებოდ ​განცხადებას ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, გარკვეული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ და ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლებს კრედიტქულების მინიჭებას პირდებიან, მთავარ პარტნიორად კი უთითებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას უწევს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 (47-08),“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს - იხილეთ დეტალები

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს - იხილეთ დეტალები

მასწავლებლის სახლი მასწავლებლობის მაძიებლებისთვის ტრენინგებს აცხადებს. 

ტრენინგებზე დარეგისტრირება დღეიდან დაიწყო და 25 მარტამდეა შესაძლებელი. 

ტრენინგები ჩატარდება შემდეგ საგნებში - ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, გეოგრაფია, გერმანული ენა, ინგლისური ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, მუსიკა, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა (VII – XII კლ), მათემატიკა დაწყებითი საფეხური (I – VIკლ), ქართული ენა დაწყებითი საფეხური (I – VIკლ), ქართული ენა (VII – XII კლ). 

ტრენინგების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ​http://tr.tpdc.ge/direction/46/47​



წაიკითხეთ სრულად