Baby Bag

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საყურადღებოდ ​განცხადებას ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, გარკვეული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ და ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლებს კრედიტქულების მინიჭებას პირდებიან, მთავარ პარტნიორად კი უთითებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას უწევს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 (47-08),“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება შემოდგომის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება შემოდგომის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე/საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კახა ჯამბურია აწერს ხელს. ტესტის შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვითაა გაწერილი.

გთავაზობთ 2019 წლის შემოდგომაზე საგნის გამოცდაზე/საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ორგანიზებულ ტესტირებაზე ტესტის შეფასების ზოგად კრიტერიუმებს.

წაიკითხეთ სრულად