Baby Bag

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა საყურადღებოდ ​განცხადებას ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, გარკვეული ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ და ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლებს კრედიტქულების მინიჭებას პირდებიან, მთავარ პარტნიორად კი უთითებენ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას უწევს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შესაძლებელია ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 (47-08),“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა წინა წელთა შედარებით 5,3%-ით შემცირდა

სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა წინა წელთა შედარებით 5,3%-ით შემცირდა

2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2%-ია.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია პედაგოგების რაოდენობა 2015/2016- 2019/2020 სასწავლო წლებში.

წაიკითხეთ სრულად