Baby Bag

ქუთაისსა და ზუგდიდში „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

ქუთაისსა და ზუგდიდში „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

ქუთაისსა და ზუგდიდში „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ.

პროგრამის მონაწილეებს (იმერეთი, რაჭა- ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი) სერტიფიკატები პროექტის ხელმძღვანელმა ნინო გორდეზიანმა გადასცა.

„მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ“ ფუნქციონირება საქართველოს 12 ქალაქში 1 ნოემბერს დაიწყო და 1800-მდე პედაგოგობის მსურველი უფასოდ გადაამზადა.

პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.

მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები ტარდებოდა რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლების ბაზაზე კვირაში სამჯერ (პარასკევი, შაბათი, კვირა).

სასწავლო კურსს კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.

თითოეული საგნობრივი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით გადიოდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - შედეგების გამოქვეყნება გრძელდება

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - შედეგების გამოქვეყნება გრძელდება
გთავაზობთ ტესტირების ​შედეგებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII), მათემატიკაში (VII-XII), ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, პროფესიულ უნარებში, მუსიკასა და ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში.
შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება შედეგების გამოქვეყნების დასრულებისთანავე.
წაიკითხეთ სრულად