შარშან ვაკანსიების ჩამონათვალში დავამატეთ ახალი ფუნქცია და უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ სკოლაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე დარეგისტრირებული ადამიანები ვნახოთ. ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა არის ის, რომ ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ესა თუ ის სამსახური, დამსახურებულად მიიღოს და არა ნაცნობობით.
ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ეს არის მერიტოკრატიული საზოგადოება. ბანალურ რამეს ვიტყვი - ყველაფერს აიტანს ადამიანი ჩაგვრის გარდა. მე შეიძლება დაბალი ხელფასი მქონდეს, მაგრამ ჩაგვრას არ გაპატიებ.
როგორც იცით, ზაფხულში ვაკანსიის შესარჩევი გასაუბრება ჩატარდა. მასწავლებლის სახლი მაქსიმალურად იყო ჩართული, რომ სკოლებს ოპტიმალური გადაწყვეტილება მიეღოთ. ჩვენი თანამშრომლები რეგიონებში ვიყავით და ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობდით. ასე იქნება ამ წლის ზაფხულშიც,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ Momsedu.ge
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.