Baby Bag

ქართველი პედაგოგებისათვის ტრენერთა ტრენინგები ჩატარდა

ქართველი პედაგოგებისათვის ტრენერთა ტრენინგები ჩატარდა

13-17 იანვარს ბრიტანელმა ექსპერტმა და ტრენერმა, ქრის ქელიმ, ქართველი პედაგოგებისათვის ჩაატარა ტრენერთა ტრენინგები, რომელიც სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა.

პროექტი სახელწოდებით „სწავლება წარმატებისთვის, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა“ ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით 2019 წლის სექტემბერიდან ხორციელდება.

პროექტის მიზანია თემატური სწავლებისა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა ზოგად განათლებაში შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიის გამოყენებით.

პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების ინგლისური ენის კომპეტენციების გაუმჯობესებას, მათ ინფორმირებულობას გლობალურ საკითხებზე და ახალგაზრდებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. მასწავლებლებს კი ექნებათ წვდომა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე და შეძლებენ გააუმჯობესონ ინგლისურის სწავლა-სწავლების ხარისხი.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი განცხადებას ავრცელებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული პედაგოგებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:
„მასწავლებელთა საყურადღებოდ!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა (რომელიც eflow-ს საშუალებით სკოლებს დაეგზავნათ) ტრენინგის გავლის შესახებ გახლავთ ვალიდური და ადასტურებს, რომ პედაგოგმა წარმატებით გაიარა თავისი სტატუსის შესაბამისი ტრენინგი.
​ცნობები სკოლებს ეგზავნებათ მუდმივ რეჟიმში,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად