Baby Bag

ქართველი პედაგოგებისათვის ტრენერთა ტრენინგები ჩატარდა

ქართველი პედაგოგებისათვის ტრენერთა ტრენინგები ჩატარდა

13-17 იანვარს ბრიტანელმა ექსპერტმა და ტრენერმა, ქრის ქელიმ, ქართველი პედაგოგებისათვის ჩაატარა ტრენერთა ტრენინგები, რომელიც სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა.

პროექტი სახელწოდებით „სწავლება წარმატებისთვის, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა“ ბრიტანეთის საბჭოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით 2019 წლის სექტემბერიდან ხორციელდება.

პროექტის მიზანია თემატური სწავლებისა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა ზოგად განათლებაში შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების (CLIL) მეთოდოლოგიის გამოყენებით.

პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების ინგლისური ენის კომპეტენციების გაუმჯობესებას, მათ ინფორმირებულობას გლობალურ საკითხებზე და ახალგაზრდებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. მასწავლებლებს კი ექნებათ წვდომა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე და შეძლებენ გააუმჯობესონ ინგლისურის სწავლა-სწავლების ხარისხი.

შეიძლება დაინტერესდეთ

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში ცვლილებაა

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში ცვლილებაა

„აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განსაზღვრავს, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა ფლობდეს აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასებისთვის. 

იხილეთ ​აღმზ​რდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის პირველადი სახე.

დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

წაიკითხეთ სრულად