მასწავლებლებისთვის სტატუსის მოპოვება უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ ეს არის მათი კარიერული წინსვლის დასტური.
ნახეთ პედაგოგების ფეისბუქსტატუსები, სადაც ისინი თავიანთ სიხარულს კოლეგებს უზიარებენ. კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია, როდესაც მსგავსი სიახლე შეიტყვეთ.
თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ლ ოქტომბრამდე გადაიდო
თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ლ ოქტომბრამდე გადაიდო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისევე როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს 1-ლ ოქტომბრამდე მსხვილ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებლებში, ისევე როგორც სკოლებში, დაიწყება პირველი ოქტომბრიდან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან მუშაობა და ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.