მასწავლებლებისთვის სტატუსის მოპოვება უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ ეს არის მათი კარიერული წინსვლის დასტური.
ნახეთ პედაგოგების ფეისბუქსტატუსები, სადაც ისინი თავიანთ სიხარულს კოლეგებს უზიარებენ. კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია, როდესაც მსგავსი სიახლე შეიტყვეთ.
აჭარისა და საქართველოს 10 ქალაქის სკოლებში პირველი სემესტრი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონსა და 10 ქალაქის სკოლებში 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.