მასწავლებლებისთვის სტატუსის მოპოვება უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ ეს არის მათი კარიერული წინსვლის დასტური.
ნახეთ პედაგოგების ფეისბუქსტატუსები, სადაც ისინი თავიანთ სიხარულს კოლეგებს უზიარებენ. კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია, როდესაც მსგავსი სიახლე შეიტყვეთ.
მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასების შედეგების ასახვისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასების შედეგების ასახვისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა.
შესაბამისი ბრძანება, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს, 2 ივნისს გამოქვეყნდა. ბრძანების თანახმად, ვადა განსაზღვრულია 3 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით.