მასწავლებლებისთვის სტატუსის მოპოვება უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ ეს არის მათი კარიერული წინსვლის დასტური.
ნახეთ პედაგოგების ფეისბუქსტატუსები, სადაც ისინი თავიანთ სიხარულს კოლეგებს უზიარებენ. კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია, როდესაც მსგავსი სიახლე შეიტყვეთ.
როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სააპელაციო განაცხადების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს თავიანთი ნამუშევრის გასაჩივრებისთვის 3 დღე ჰქონდათ. სააპელაციო განაცხადების მიღება 9 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.