„ლადო აფხაზავა იმიტომ კი არ მოხვდა „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში, რომ დიდი ცოდნა აქვს, კემბრიჯის უნივერსიტეტი კი არ მაქვს დამთავრებული. უბრალოდ მოსწავლეებს ვასწავლით ადამიანობას, რომ იყოს პიროვნება, ქვეყნის პატრიოტი, ტოლერანტი. ამ არდადეგებზეც ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი. მაგალითად, ერთ-ერთია უპივართა სასადილოს ბენეფიციარებისთვის გოზინაყის გაკეთება. პატარა ხელებით დაჭრიან ამ გოზინაყს და ყველაზე ტკბილი და მსუყე საჩუქარი იქნება,“ - აღნიშნა 2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელმა ლადო აფხაზავამ.