Baby Bag

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სააპელაციო განაცხადების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს თავიანთი ნამუშევრის გასაჩივრებისთვის 3 დღე ჰქონდათ. სააპელაციო განაცხადების მიღება 9 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.


შეიძლება დაინტერესდეთ

​მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი?

​მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი?

მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის გაიმართა.

ცენტრის წარმომადგენლების თქმითმასწავლებლობის მსურველი პირები მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებენ. პროფესიული უნარების ჩაბარების ვალდებულება კი პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს აქვთ. პროფესიული უნარების ტესტი მიზნად ისახავს იმის შეფასებას, თუ რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგი მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რამდენად შეუძლია მას სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, მოსწავლეთა სწავლით დაინტერესება და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა, მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობებისა და კლასში ეთიკური ღირებულებების დამკვიდრება. მასწავლებლის პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურება იმის ერთგვარი წინაპირობაა, რომ სკოლებში იმუშავებენ პედაგოგები, რომელთაც არა მარტო შესაბამისი საგნის საფუძვლიანი ცოდნა ექნებათ, არამედ პროფესიისათვის აუცილებელი უნარებიც. 

წაიკითხეთ სრულად