Baby Bag

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სააპელაციო განაცხადების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს თავიანთი ნამუშევრის გასაჩივრებისთვის 3 დღე ჰქონდათ. სააპელაციო განაცხადების მიღება 9 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.


შეიძლება დაინტერესდეთ

სამოქალაქო განათლების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ბუნებისმეტყველების (I-VI) გამოცდების შედეგები ცნობილია

სამოქალაქო განათლების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ბუნებისმეტყველების (I-VI) გამოცდების შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამოქალაქო განათლების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ბუნებისმეტყველების (I-VI) გამოცდების შედეგებს აქვეყნებს.

შედეგების სანახავად მიჰყევით ბმულს.
ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.


წაიკითხეთ სრულად