Baby Bag

5 სკოლის მასწავლებლებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ტრენინგს უტარებს

5 სკოლის მასწავლებლებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ტრენინგს უტარებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებზე სკოლის მასწავლებლების გადამზადებას ახორციელებენ, - ინფორმაციას მანდატურის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგი იმ საპილოტე სკოლებში ტარდება, სადაც მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებული სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გრძელვადიანი პროექტი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გადამზადებას თბილისის 48-ე, 138-ე, 85-ე, 162-ე და ბათუმის მე-8 საჯარო სკოლების პედაგოგები გადიან.

„სკოლის მასწავლებლების გადამზადება ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის მტკიცებულებითი მეთოდის (EU DAP Unplugged Program) გამოყენებით მიმდინარეობს. მეთოდი, სახელწოდებით - „ცოცხალი შესრულებით“ წარმოადგენს 12-13 წლის მოზარდებისთვის, სკოლის ფარგლებში განსახორციელებლად განკუთვნილ, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას და ეფუძნება კოგნიტური სოციალური გავლენის მოდელს. ეს სრულიად ახალი მეთოდია ამ მიმართულებით, რომელიც ევროკავშირის 15 ქვეყანაში ერთდროულად, წარმატებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

შეხსენება მასწავლებლებს

შეხსენება მასწავლებლებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგების და მასწავლებლებისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა დღეს, 28 დეკემბერს იწურება.

ბრძანების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში ელექტრონულ სისტემაში განათავსონ მხოლოდ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლის შეფასების შედეგების და მასწავლებლებისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებები.

იხილეთ ბრძანება

წაიკითხეთ სრულად