Baby Bag

რაც აცხადებენ naec-ში პროფესიული უნარების შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

რაც აცხადებენ naec-ში პროფესიული უნარების შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით

პროფესიული უნარების ტესტირების შედეგების დამუშავების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შედეგები კვირის ბოლოს გამოქვეყნდება,“ - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, როგორც ცენტრში აცხადებენ, სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის მიიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს მასწავლებლები

როდის მიიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს მასწავლებლები

საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24:00 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ჯამურ ხელფასს, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღების პირველი ეტაპი 20 აგვისტოს, დღეს სრულდება. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება.

ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.

პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

წაიკითხეთ სრულად