Baby Bag

გამოქვეყნდება თუ არა დღეს პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

გამოქვეყნდება თუ არა დღეს პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები დღეს არ გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ​momsedu.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

მათივე ცნობით, შედეგები მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი, ამ ეტაპზე კი ნამუშევრების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც ცენტრში აცხადებენ, სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი ამ კვირაში დაგეგმილი აქტივობების ანონსს აქვეყნებს

მასწავლებლის სახლი ამ კვირაში დაგეგმილი აქტივობების ანონსს აქვეყნებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ამ კვირაში დაგეგმილი აქტივობების ანონსს აქვეყნებს.

ანონსი ყოველკვირეულად განახლდება.

წაიკითხეთ სრულად