Baby Bag

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა.

ღონისძიება ევროკავშირის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ხაზი გაუსვას აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, აჩვენოს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში.

სწორედ ამ შინაარსს ეხება კონფერენცია, რომელშიც 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლე და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.

საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეულია ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელიც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევებს აცნობს.

პროგრამა eTwinning საქართველოში აერთიანებს 1200-მდე მასწავლებელს 600 სკოლიდან. ისინი პროექტებს უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შესახებ ლექცია-ვებინარი ჩატარდება

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შესახებ ლექცია-ვებინარი ჩატარდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შესახებ ლექცია-ვებინარს ჩაატარებს. ​ცენტრის ცნობით, ვებინარზე ზოგადად მიმოიხილავენ პროგრამას და ასევე ისაუბრებენ პროგრამის აკადემიური კურსის ძირითადი ასპექტების შესახებ.

ლექცია-ვებინარი 1-ლ მაისს 18:00 საათზე დაიწყება და განთავსდება ცენტრის ​ფეისბუქ გვერდზემასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვებინარი განკუთვნილია:

  • მასწავლებლობის მაძიებლებისთვის;
  • ტუტორებისთვის;
  • სკოლის დირექტორებისთვის.
წაიკითხეთ სრულად