Baby Bag

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა.

ღონისძიება ევროკავშირის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ხაზი გაუსვას აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, აჩვენოს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში.

სწორედ ამ შინაარსს ეხება კონფერენცია, რომელშიც 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლე და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.

საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეულია ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელიც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევებს აცნობს.

პროგრამა eTwinning საქართველოში აერთიანებს 1200-მდე მასწავლებელს 600 სკოლიდან. ისინი პროექტებს უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სწავლა თამაშით“ - ახალი ციფრული სასწავლო პროგრამა

„სწავლა თამაშით“ - ახალი ციფრული სასწავლო პროგრამა

საქართველოს 15 სკოლაში სწავლების ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდოლოგიები და რესურსები ინერგება, - ინფორმაციას unicef Georgia ავრცელებს.

„ელექტრონული სწავლების ციფრული პროგრამა - „ვსწავლობთ თამაშით“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნული და ისეთ კომპეტენციებს ავითარებს, როგორებიცაა - წერა-კითხვა, ტექნოლოგიური უნარები, შემოქმედობითობა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია,“ - აღნიშნულია unicef Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ მათ მიერ მომზადებული ვიდეო:

წაიკითხეთ სრულად