Baby Bag

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

როდის გამოქვეყნდება პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული უნარების გამოცდის შედეგები მომავალი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება სააპელაციო განაცხადების მიღებას, როგორც ცენტრში აცხადებენ, შედეგების გამოქვეყნების დასრულების შემდეგ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.


შეიძლება დაინტერესდეთ

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდის შედეგები ცნობილია

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდის შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტირების შედეგებს აქვეყნებს.

შედეგების სანახავად მიჰყევით ბმულს.
ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.
წაიკითხეთ სრულად