Baby Bag

ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) ტესტირების შედეგები ცნობილია

ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) ტესტირების შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) ტესტირების შედეგებს აქვეყნებს.

შედეგების სანახავად მიჰყევით ბმულს.
ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.

შეიძლება დაინტერესდეთ

50 საპილოტე სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის მარტიდან ამუშავდა

50 საპილოტე სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის მარტიდან ამუშავდა

თბილისის 150-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველია, სადაც "ახალი სკოლის მოდელის" პროექტი ხორციელდება. 

„ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.

50 საპილოტე სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის მარტიდან ამუშავდა. შემოდგომიდან მოდელი კიდევ 100 სკოლას მოიცავს და ეტაპობრივად, 2023 წლამდე მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგება.

წაიკითხეთ სრულად