განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 6 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა. ეს პედაგოგები არიან:
- წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი ტოლია კილასონია, რომელსაც მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
- საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი კობა ტალახაძე, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
- ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის მასწავლებელი კახაბერ ფარცვანია, რომელსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
- ქალაქ თბილისის N60 საჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან მინაშვილი, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
- ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ზურაბ ჯუშოშვილი, რომელსაც მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
- ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მასწავლებელი გიორგი ლომიძე, რომელსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
წაიკითხეთ სრულად