შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ხვალ გამოქვეყნდება. ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.
შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდება. წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.
ქართულში ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე ნათია მასწავლებლი საუბრობს - მოასმენინეთ მოსწავლეებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის პროექტი „ტელესკოლა“ წარმატებით მიმდინარეობს. ერთი თვის მონაცემების მიხედვით, „ტელესკოლის“ გაკვეთილები მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
,,ტელეგაკვეთილები'' ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.
ნახეთ ქართულის მასწავლებლის ნათია ფურცელაძის ,,ტელეგაკვეთილი'', რომელიც ქართულში ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს ეხება. (ქართული, VII კლასი - გრამატიკის გაკვეთილი, ნაცვალსახელთა მართლწერა)
შეგახსენებთ, რომ ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.
იხილეთ ,,ტელესკოლის'' გაკვეთილების ცხრილი ბმულზე.