საქართველოს 12 ქალაქში „მასწავლებლის ეროვნული სკოლის პროგრამა“ დაიწყო, რომელიც ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პროგრამა თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში, ჩოხატაურში, თელავში, ახალქალაქში, ჭიათურაში სენაკსა და ამბროლაურში 1-ლი ნოემბერიდან მიმდინარეობს და ამ ეტაპზე 1750 მონაწილეს ითვლის. ( აქედან 537 მოქმედი მასწავლებელია).
მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ახალი პროგრამა იძლევა საშუალებას, მოხდეს მცირეკონტინგენტიანი სკოლების განათლების ხარისხის სწრაფი ამაღლება სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილს პედაგოგების მომზადებით. გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან, მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში და მიიღებენ სახელფასო დანამატს.