Baby Bag

ნაეკი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს

ნაეკი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს. 

ცენტრის ინფრომაციით, მონაწილე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე. 

მასწავლებელი ბარათის ამოსაბეჭდად უნდა ეწვიოს ვებგვერდს - online.naec.ge, გახსნას ფანჯარა „მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება“, მიუთითოს რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელფოსტის მისამართი და 5 ნიშნა კოდი. ამის შემდეგ, დააჭიროს ღილაკს „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

აპლიკანტმა უნდა დაიმახსოვროს ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ ნომრის საშუალებით მასწავლებელი შეძლებს შედეგების გაგებას! ბარათის დაკარგვის შემთხვევაში უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე online.naec.ge-ზე ელფოსტის მისამართითა და 5 ნიშნა კოდით და ხელახლა ამობეჭდოთ იგი.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ შემოდგომის გამოცდისთვის ემზადებით...

თუ შემოდგომის გამოცდისთვის ემზადებით...
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია შემოდგომაზე ორგანიზებული კომპეტენციის დადასტურებისათვის 10 სექტემბრს დაიწყო და 17 სექტემბრის ჩათვლით ​გაგრძელდება. რაც შეეხება გამოცდას, სავარაუდოდ, ნოემბერში ჩატარდება.

თუ გამოცდისთვის ემზადებით, გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოგადგებათ:

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - დამხმარე სახელმძღვანელოები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - პროგრამები (2019)

წაიკითხეთ სრულად