Baby Bag

ნაეკი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს

ნაეკი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს. 

ცენტრის ინფრომაციით, მონაწილე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე. 

მასწავლებელი ბარათის ამოსაბეჭდად უნდა ეწვიოს ვებგვერდს - online.naec.ge, გახსნას ფანჯარა „მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება“, მიუთითოს რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელფოსტის მისამართი და 5 ნიშნა კოდი. ამის შემდეგ, დააჭიროს ღილაკს „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

აპლიკანტმა უნდა დაიმახსოვროს ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ ნომრის საშუალებით მასწავლებელი შეძლებს შედეგების გაგებას! ბარათის დაკარგვის შემთხვევაში უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე online.naec.ge-ზე ელფოსტის მისამართითა და 5 ნიშნა კოდით და ხელახლა ამობეჭდოთ იგი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება'' - მიხეილ ჩხენკელი

,,გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება'' - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულუტირა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების შესახებ წარდგენილი 2020 ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა.  

სიტყვით გამოსვლისას მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ლარით გაიზრდება ხელფასები.

ნახეთ ვიდეო 👆

წაიკითხეთ სრულად