Baby Bag

„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც აქვს სურვილი და მზაობა დასაქმდეს და ასწავლოს მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში.

ვინც ფლობს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს და არ არის დასაქმებული სკოლაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე tpdc.ge

მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში, სურვილის შემთხვევაში, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართოთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

არის თუ არა სავალდებულო დაწყებითი საფეხურის გამოცდაში შიდა ზღვრების გადალახვა?

არის თუ არა სავალდებულო დაწყებითი საფეხურის გამოცდაში შიდა ზღვრების გადალახვა?
დაწყებითი საფეხურის გამოცდაში შიდა ზღვრების გადალახვა თუ არის სავალდებულო? ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის გაიმართა.

ცენტრის წარმომადგენლების თქმით​, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი; ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური I-VI), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური I-VI) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური I-VI) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი.

წაიკითხეთ სრულად