Baby Bag

ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსაკუთრებით დაფასდეს მასწავლებლების ამაგი

ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსაკუთრებით დაფასდეს მასწავლებლების ამაგი

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნულ დღეს ულოცავს მასწავლებლებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„დღეს მთელი მსოფლიო მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

გილოცავთ ამ დღეს ყველას, ვინც ცხოვრება ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას - მომავალი თაობების აღზრდას დაუკავშირეთ.

გულწრფელად მჯერა, რომ მასწავლებლის შრომა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივ საქმეთაგან.

სწორედ ამიტომ გვინდა და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსაკუთრებით დაფასდეს თქვენი ამაგი.

გისურვებთ დღეგრძელობას და შემდგომ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„საშიში“ მასწავლებელი ინდოეთიდან

„საშიში“ მასწავლებელი ინდოეთიდან

გახსოვთ, ალბათ, ინდოელი მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ინგლისურს უჩვეულოდ ასწავლიდა.

ახლა მორიგ ვიდეოს წარმოგიდგენთ, სადაც ინდოელი მასწავლებელი მოსწავლეებს სიტყვის - DANGEROUS-ს წარმოთქმას ასწავლის. 

წაიკითხეთ სრულად