Baby Bag

ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსაკუთრებით დაფასდეს მასწავლებლების ამაგი

ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსაკუთრებით დაფასდეს მასწავლებლების ამაგი

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნულ დღეს ულოცავს მასწავლებლებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„დღეს მთელი მსოფლიო მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

გილოცავთ ამ დღეს ყველას, ვინც ცხოვრება ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას - მომავალი თაობების აღზრდას დაუკავშირეთ.

გულწრფელად მჯერა, რომ მასწავლებლის შრომა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივ საქმეთაგან.

სწორედ ამიტომ გვინდა და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსაკუთრებით დაფასდეს თქვენი ამაგი.

გისურვებთ დღეგრძელობას და შემდგომ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

საგნობრივი გზამკვლევები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

საგნობრივი გზამკვლევები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გთავაზობთ საგნობრივ გზამკვლევებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. 

გზამკვლევების სანახავად გადადით ბმულზე - საგნობრივი გზამკვლევები

წაიკითხეთ სრულად