Baby Bag

სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება

სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება
სახელმწიფოს პენსიონერი მასწავლებლებისთვის ერთჯერადი ჯილდოს გაცემა 95 მილიონი ლარი უჯდება. შესაბამისი ცვლილება 2019 წლის ბიუჯეტში შედის. 

ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამით გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 95.0 მლნ ლარით და შეადგენს 845.5 მლნ ლარს.

„ზრდა გამოწვეულია განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კომპენსაციის სახით ერთჯერადი ჯილდოს გაცემით. 6500-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგმა უკვე გააკეთა განაცხადი სისტემის დატოვების თაობაზე და შესაბამისად თითოეული მათგანი მიიღებს ჯილდოს მათი 2 წლის საშუალო შრომის ანაზღაურების ოდენობით,“ - წერია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 131.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 639.5 მლნ ლარით, მათ შორის.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, განათლების რეფორმის ფარგლებში ასევე გაგრძელდება ეტაპობრივად პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ზრდა და უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები მიიღებენ 150 ლარით გაზრდილ დანამატს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სტატუსის ამაღლების უფლების მოპოვების მსურველთა რაოდენობა და შემდეგ საფეხურზე გადავიდა 10 ათასამდე მასწავლებელი (ნაცვლად პროგნოზირებული 6500 მასწავლებლისა) და შესაბამისად ეს პედაგოგებიც მიიღებენ (გაზრდილ) დანამატს.

შეიძლება დაინტერესდეთ

2020 წლის მასწავლებელთა გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულები, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა და ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები განისაზღვრა

2020 წლის მასწავლებელთა გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულები, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა და ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები განისაზღვრა

შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრის ინფორმაციით, ​2020 წლის საგნის გამოცდაზე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე მაქსიმალური ქულები, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა და ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები განისაზღვრა. 


წაიკითხეთ სრულად