Baby Bag

პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება

პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს მასწავლებლების საგამოცდო ტესტების აპრობაციას (საცდელ ტესტირებას) პროფესიულ უნარებში.
აპრობაცია ჩატარდება 21 სექტემბერს, 13:00 საათზე თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში (მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის N42). 

აპრობაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საგნის მასწავლებელს.

ტესტირების ხანგრძლივობა - 1 საათი და 45 წუთი.

მონაწილეებს შეეძლებათ, გაეცნონ იმ ახალი ტიპის დავალებებს, რომლებიც საგამოცდო ტესტებში იქნება შეტანილი.

მონაწილეობის მსურველებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს სკოლებში დარეგისტრირება, შეუძლიათ გამოგზავნონ თავიანთი მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლის სახელწოდება, პირადი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) ელექტრონულ ფოსტაზე: trekhviashvili@naec.ge

მონაცემთა მიღების (რეგისტრაციის) ბოლო ვადაა 20 სექტემბრის 12:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 032 2 473333 ან +99599145238.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჰგონია, რომ გამოცდაზე ჩაჭრილმა მასწავლებელმა არაფერი არ იცის, პასუხი მინდა გავცე'' - პრაქტიკოსი პედაგოგი

,,საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჰგონია, რომ გამოცდაზე ჩაჭრილმა მასწავლებელმა არაფერი არ იცის, პასუხი მინდა გავცე'' - პრაქტიკოსი პედაგოგი

პრაქტიკოსი პედაგოგი თამარ გელბახიანი იმ მასწავლებლების სახელით, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, საზოგადეობას მიმართავს. 

,,საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჰგონია, რომ გამოცდაზე ჩაჭრილმა მასწავლებელმა არაფერი არ იცის, პასუხი მინდა გავცე. ტესტის სირთულეზე მინდა ვისაუბრო. წელს დრო იყო შემცირებული, მასწავლებლებმა ვერ მოასწრეს პასუხების ფურცლებში გადატანა. არ გვაქვს პრეტენზია, რომ რაღაც საკითხი არ უნდა გვცოდნოდა ან რთული საკითხები იყო, რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ იყო ბევრი ღია პასუხი, რომელიც დროს მოითხოვდა,'' - აღნიშნა თამარ გელბახიანმა. 

​წყარო: ​,,შუადღე live"

წაიკითხეთ სრულად