სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია ვაკანსიების განთავსება ვებ-გვერდზე www.pedagogi.ge, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ვაკანსიის განსათავსებლად უნდა ესტუმროთ აღნიშნულ ვებ-გვერდს და დააჭიროთ ღილაკს ვაკანსიის დამატება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის პროექტი „ტელესკოლა“ წარმატებით მიმდინარეობს. ერთი თვის მონაცემების მიხედვით, „ტელესკოლის“ გაკვეთილები მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
,,ტელეგაკვეთილები'' ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.
ნახეთ მათემატიკის მასწავლებლის დაჩი ნანობაშვილის ,,ტელეგაკვეთილი'', რომელიც კრეატიულობით გამოირჩეოდა (მათემატიკა, I კლასი)👇
შეგახსენებთ, რომ ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.