Baby Bag

იუთუბი პედაგოგებისთვის პორტალზე ახალი ვიდეოგაკვეთილები დაემატა

იუთუბი პედაგოგებისთვის პორტალზე ახალი ვიდეოგაკვეთილები დაემატა

იუთუბი პედაგოგებისთვის პორტალზე ახალი ვიდეოგაკვეთილები დაემატა.

იუთუბი (youtube) პედაგოგებისთვის ონლაინ სასწავლო გარემოა. პორტალი ვიდეოგაიდების საშუალებით დაინტერესებულ მომხმარებელს სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს.

შეიძლება დაინტერესდეთ

დამხმარე სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველების პედაგოგებისათვის

დამხმარე სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველების პედაგოგებისათვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ბიოლოგიის საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლების აივენგო შათირიშვილისა და ნანა დვალიშვილის წიგნის „ცოცხალი ბუნება“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი განკუთვნილია I-VI კლასების ბუნებისმეტყველების პედაგოგებისათვის, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო.

სახელმძღვანელოში განხილულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული თემები, რომლებიც დაეხმარება პედაგოგებს, როგორც გაკვეთილების დაგეგმვა-წარმართვაში, ისე საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურებისათვის მზადებაში.


სახელმძღვანელო უსასყიდლოდ დარიგდება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

წაიკითხეთ სრულად