Baby Bag

მასწავლებლის სახლი კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგზე ,,Scratch - ვიზუალური პროგრამირება“ რეგისტრაციას აცხადებს. ცენტრის ცნობით, ტრენინგია განკუთვნილია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მოქმედი მასწავლებლებისათვის.

„ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან ვიზუალური პროგრამირების პლატფორმას, შეძლებენ პროექტების, კომპიუტერული პროგრამის/თამაშის შექმნას სხვადასხვა ვიზუალური და აუდიო ელემენტების გამოყენებით.

ტრენინგი მოიცავს: 16 საკონტაქტო და 9 არასაკონტაქტო საათს. (ტრენინგი ტარდება ოთხი დღე, დღეში 4 საათი).

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მასწავლებლებს მიენიჭებათ 1 კრედიტქულა.

აუცილებელი პირობა: ტრენინგი განკუთვნილია ისტ-ის საგნის მასწავლებლებისთვის.

ტრენინგზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობის დარეგისტრირების შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაითიშება.

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

რაზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროსთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილებები საზოგადოებას გააცნო. მისი თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება:

„უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: როგორც უკვე მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა, ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს - ეს ნარჩუნდება. რაც შეეხება სკოლებს, დიდ ქალაქებში რომლებზეც პრემიერმა მოგახსენათ, სკოლები უკვე გადასულნი არიან დისტანციურ რეჟიმზე, ესეც ნარჩუნდება,'' - დასძინა ჩხენკელმა. 

ვრცლად იხილეთ ვიდეოში ☝️

წაიკითხეთ სრულად