Baby Bag

ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა

ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, 2019 წლის გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„საგამოცდო პროცესის წარმატება, სწორედ, თქვენ მიერ გაწეული დაუღალავი შრომის შედეგია. ეს იყო მართლაც სანიმუშო წელი. მოხარული და ამაყი ვარ, რომ ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგამოცდო პროცესი. ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა - ჩვენს პედაგოგებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა აიმაღლონ სტატუსი და გაიუმჯობესონ პირობები. ვერც ერთი რეფორმა, ცვლილება, თქვენ გარეშე წარმატებით ვერ განხორციელდება. მადლობას გიხდით საქმისადმი ასეთი დამოკიდებულებისა და გაწეული შრომისათვის“- აღნიშნა ცენტრის თანამშრომლებთან საუბრისას განათლების მინისტრმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

​როდის გამოქვეყნდება მასწავლებლობის მსურველთა შედეგები?

​როდის გამოქვეყნდება მასწავლებლობის მსურველთა შედეგები?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნის გამოცდის შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის განმავლობაში დაიწყება.

მათივი ცნობით, ტესტის სწორი პასუხები და შეფასების სქემებიც ამ დროისთვის გასაჯაროვდება. 

მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდა. წელს საგნობრივ გამოცდაზე 12 000-მდე პირი იყო დარეგისტრირებული, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 88%-მა.

წაიკითხეთ სრულად