Baby Bag

პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი, შინაგანად ძალიან განვიცდი და ვღელავ

პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი, შინაგანად ძალიან განვიცდი და ვღელავ

დოდო გურგენიშვილი 48 წელია დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„სოფელ ხიდისთავის სკოლაში დავიწყე მასწავლებლობა. შემდეგ რამდენიმე
სკოლა გამოვიცვალე. ბოლოს 106-ე საჯარო სკოლაში დავფუძნდი და უკვე 33 წელია აქ ვარ.

ჩემი აზრით, გარდა ბავშვების სიყვარულისა, აუცილებელია პედაგოგს ფართო ზოგადი განათლება ჰქონდეს, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მასწავლებელს.

პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი, შინაგანად ძალიან განვიცდი და ვღელავ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებლები უყვართ, მათ უნდა დავუთმოთ გზა. სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილებამ ღირსეულად მაგრძნობინა თავი.“

შეიძლება დაინტერესდეთ

საგანმანათლებლო რესურსები, რაც მასწავლებლებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარებათ

საგანმანათლებლო რესურსები, რაც მასწავლებლებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარებათ

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:

https://drive.google.com/drive/folders/1x4EBgRzL-CLypelxLqDugTzF-4Ta9yKO?usp=sharing

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე.


წაიკითხეთ სრულად