Baby Bag

კიდევ ერთი ახალი ტრენინგი მასწავლებლებისთვის

კიდევ ერთი ახალი ტრენინგი მასწავლებლებისთვის

UG-PriEd-ი ახალ ტრენინგს სთავაზობს დაწყებითი კლასების მასწავლებლებს (1 კლასი). ტრენინგი ჩატარდება 1- 2 სექტემბერს. 

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ​​აქ

ძირითადი საკითხები:

• კითხვის ფსიქოლოგიური ასპექტების გაცნობა; როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს გამოიმუშაონ კითხვითი ქცევები და დამოკიდებულებები; 

• კითხვის სწავლების საბაზისო მოდელი - კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული მიდგომა;

• კითხვის სწავლების ოპტიმალური მოდელი - პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა;

• ფონოლოგიური უნარების განვითარების ტრაექტორია და ამ უნარის განვითარების მნიშვნელობა წერა-კითხვის სწავლებისთვის;

• ვიდეორესურსის გამოყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში;

• სადემონსტრაციო აქტივობა (წინასააბანბანო პერიოდის გაკვეთილი);

• მართული პრაქტიკა - ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვა პოსტერების გამოყენებით;

• გაკვეთილზე დაკვირვების ფორმის გაცნობა და გამოყენება;

• ანბანისა და სიტყვების წაკითხვის სწავლება;

• ტექსტების ადაპტირება და საკუთარი მოსწავლეების საჭიროებებზე მორგება;

• კითხვის გაკვეთილისთვის მოსწავლეთა კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული ეფექტური სასწავლო რესურსების მომზადება;

• სადემონსტრაციო აქტივობა (საანბანო პერიოდის გაკვეთილი);

• მართული პრაქტიკა - ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვა;

• კონსტრუქციული უკუკავშირი.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 დღე, ღირებულება - 80 ლარი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

პრაქტიკოსი მასწავლებლების საყურადღებოდ!

პრაქტიკოსი მასწავლებლების საყურადღებოდ!
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოქმედი პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება აქვთ მათთვის სასურველ ტრენინგზე რეგისტრაცია 15 აპრილამდე გაიარონ. 

მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ ზოგადი და საგნობრივი ტრენინგებიდან მათთვის საჭირო მოდულები. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი კრედიტქულა სჭირდებათ მათ სტატუსის ასამაღლებლად. ტრენინგი „დისტანციური სწავლება Microsoft რესურსების გამოყენებით“ არის სხვათაგავლის წინაპირობა. მასწავლებლები შეძლებენ გაიაონ „ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში“, „სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები“, ასევე საგნობრივი მოდულები, რომლებიც ერთობლივად მასწავლებლებს არაუმეტეს 5 კრედიტქულას მოუტანს, ან საჭიროების მიხედვით აარჩიონ მათგან სასურველი.

ტრენინგების წარმატებით გავლის შედეგად მიღებულმა კრედიტქულებმა ძირითად და სავალდებულო აქტივობებში დაგროვილ კრედიტქულებთან ერთად ჯამში უნდა შეადგინოს 19 კრედიტქულა, რაც პრაქტიკოს მასწავლებლებს მისცემს საშუალებას შეიცვალონ სტატუსი. კრედიტქულების გასაუმჯობესებლად, პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე საშუალება ეძლევათ განმეორებით ჩააბარონ გამოცდა/ გამოცდები, რომლებშიც ნაწილობრივი კრედიტქულები აქვთ მოპოვებული.

ონლაინ ტრენინგებზე დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე და გაეცანით თითოეული ტრენინგის ანოტაციას - ანოტაცია.

დარეგისტრირდით თქვენ მიერ შერჩეულ ტრენინგებზე, რომლებიც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 5 კრედიტქულას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს, ტელ: 2 200 220 (4708).

წაიკითხეთ სრულად