Baby Bag

მასწავლებლობის მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

მასწავლებლობის მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობას. პროგრამახორციელდება დისტანციურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პარალელურად. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართულები თავად გეგმავენ პროგრამაში საკუთარი მუშაობის გრაფიკს 2 წლამდე პერიოდით.

პროგრამის ბენეფიციარები არიან:

1. პირები, რომელებიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, არ არიან ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და არ აქვთ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერულიწინსვლის სქემით განსაზღვრული არცერთი სტატუსი.

პროგრამის წარმატებით დაძლევის შემდეგ, უსტატუსო პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ სტატუსი განსაზღვრულ ვადაში მოიპოვონ. ისინი ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამაში იმ შემთხვევაში თუ, არ გადიან მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამას.

2. ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც დიპლომით უდასტურდებათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი კვალიფიკაცია და სურთ მასწავლებლობა.

მასწავლებლობის მსურველმა (თუ აკმაყოფილებს მოთხოვნას) რეგისტრაცია უნდა გაიროს საიტზე www.pedagogi.ge / www.teacherjobs.ge და მონიშნოს სასურველი სკოლა/სკოლები, სადაც სურს მუშაობის დაწყება.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სკოლა უფორმებს ხელშეკრულებას და იწყებს სწავლებას. მისი საქმიანობა ანაზღაურებადია.

მუშაობის პარალელურად, მაძიებელი გადის აკადემიურ კურსს. აკადემიური კურსი მიმდინარეობს დისტანციურად და კურსის მიმდინარეობისას მაძიებელი მასწავლებელი მიღებულ დავალებებს ახორციელებს პრაქტიკაში.

პრაქტიკული კურსი მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც გამოუყოფს მხარდამჭერ (ტუტორ) გამოცდილ პედაგოგს, რომლის ვალდებულებაც იქნება დაეხმაროს მაძიებელს სკოლასთან ადაპტაციაში და პრაქტიკული დავალებების შესრულებაში.

მისამართი: დ.უზნაძის #52, თბილისი;

ტელ: 2200220; 2996377;

ელ.ფოსტა: culturegovge@gmail.com; pr@mes.gov.ge;

www.mes.gov.ge;

www.facebook.com/MESGeorgia

არსებობს მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის გრძელი და მოკლე/ინტენსიური კურსი. მაძიებელ მასწავლებელს, შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი მათგანი. გრძელი კურსი გულისხმობს, მაქსიმუმ, ორ წელს, მოკლე/ინტენსიური კურსი - 4 თვიან პერიოდს.