Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა რეაქციები, როდესაც შეიტყვეს, რომ კრედიტქულები მიენიჭათ

მასწავლებელთა რეაქციები, როდესაც შეიტყვეს, რომ კრედიტქულები მიენიჭათ

მასწავლებლებისთვის კრედიქტულების მოპოვება ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი სტატუსის ცვლილება და კარიერული წინსვლა. 

ნახეთ პედაგოგების ფეისბუქსტატუსები, სადაც ისინი თავიანთ სიხარულს კოლეგებს უზიარებენ. კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი რეაქცია, როდესაც მსგავსი სიახლე შეიტყვეთ

იხილეთ ასევე:

რას გულისხმობს „ახალი სკოლის მოდელი“ - დეტალები

გაუქმდება თუ არა უფასო ფაკულტეტები - მიხეილ ბატიაშვილის პასუხი

რა შედეგებს უნდა ველოდოთ განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდის შემდეგ და რა სახის რეფორმები გატარდება გაზრდილი ბიუჯეტით?

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები 2020 წლიდან დაწესდება

მასწავლებელთა ვაკანსიები საჯარო და კერძო სკოლებში

წაიკითხეთ სრულად