Baby Bag

მასწავლებელთა ვაკანსიების საიტმა მუშაობა განაახლა

მასწავლებელთა ვაკანსიების საიტმა მუშაობა განაახლა

მასწავლებელთა ვაკანსიების საიტმა მუშაობა განაახლა. როგორც Moms.ge-ს მასწავლებლის სახლში განუცხადეს საიტი განახლების რეჟიმში იყო და სწორედ ეს იყო გათიშვის ​მიზეზი

განახლებულ საიტზე იხილეთ საჯარო და კერძო სკოლების მიერ გამოცხადებული ​ვაკანსიები. 


შეიძლება დაინტერესდეთ

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

წაიკითხეთ სრულად